„ჰამასი“ – არ მივიღებთ არანაირ შეთანხმებას, რომელიც ომის დასრულებას არ ითვალისწინებს – ღაზაში სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა გვსურს

“ჰამასი“ აცხადებს, რომ არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ს ჯარების გაყვანას.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რაიმე შეთანხმება მოხდება, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზა დატოვოს.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში “სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა” სურთ.
„ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის სრულ და ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე და არა დროებით ზავზე. შესაძლებელია დანარჩენი დეტალების განხილვა, მათ შორის მძევლების გათავისუფლება“, – აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, მანამდე, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ განაცხადა, რომ პარიზში -ის, სა და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. მისი თქმით, მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან.