ჰამასი ამზადებს პასუხს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

ჰამასი – რომელიც -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული – 30 აპრილს შეისწავლის ს წინადადებას ღაზის სექტორში ცეცხლის 40 დღის განმავლობაში შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებაზე, ჰამასის მხრიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე შეტევისას მძევლად აყვანილი ისრაელელების გათავისუფლების სანაცვლოდ.
კაიროში გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჰამასის დელეგაცია კატარში დაბრუნდა. ანონიმურობის დაცვის პირობით ჰამასის წყარომ სააგენტო AFP-ის უთხრა, რომ ჯგუფი “განიხილავს იდეებს და წინადადებას… გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად გავცეთ პასუხი”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წინადადებას “არაორდინარულად გულუხვი” უწოდა.
“ჰამასის წინაშეა წინადადება, რომელიც არაორდინარულია, არაორდინარულად გულუხვი ისრაელის მხრიდან”, – თქვა ბლინკენმა 29 აპრილს ალ-რიადში.
“ღაზის ხალხსა და ცეცხლის შეწყვეტას შორის ერთადერთი რაც დგას, არის ჰამასი. მათ უნდა გადაწყვიტონ და გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ”, – თქვა ბლინკენმა და დასძინა: “ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ”.
სააგენტო “როიტერსი” მოლაპარაკების მსვლელობაში გათვითცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის წინადადება ითვალისწინებს შეთანხმებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ 40-ზე ნაკლები მძევლის გათავისუფლებაზე იმ დაახლოებით 130 მძევლიდან, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, კვლავ ღაზაში რჩებიან.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზა უნდა იყოს “შენარჩუნებული სიმშვიდის პერიოდი” ანუ ისრაელის კომპრომისული პასუხი მუდმივი ზავის შესახებ ჰამასის მოთხოვნაზე.
7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მძევლად აიყვანეს 253 პირი, ისრაელის მონაცემებით იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.
ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც 34 500-მდე პალესტინელი შეეწირა – ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ცნობით.
პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის