“ჰამასის” რამდენიმე ლიდერი ლიკვიდირებულია – ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. მიზეზი ს დრონებით თავდასხმაა ლიბანის მიწაზე. ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი სალეჰ ალ-არური.
იერიშს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი “ჰამასის” ლიდერი იყო. დრონებით თავდასხმამ აღშფოთება გამოიწვია ლიბანში – ქვეყნის პრემიერი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.
იმუქრება “ჰეზბოლაც”, სადაც აცხადებენ, რომ ისრაელი დანაშაულისთვის მკაცრად აგებს პასუხს. თავად ისრაელში აცხადებენ, რომ შურისძიების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან.
ქირურგიული სიზუსტის დარტყმა “ჰამასის” ლიდერებზე – ასეთია ისრაელის პოზიცია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით განხორციელებულ თავდასხმაზე.
აფეთქებას საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა ლიბანში ვითარების ესკალაციას მოერიდოს.
57 წლის სალეჰ ალ-არური ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო “ჰამასში”. ის ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოკლეს. ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ კიდევ 1987 წელს შეუერთდა. ალ-არური გლობალურ ტერორისტად მიიჩნეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ისრაელს აკრიტიკებს ანკარა. თურქეთის პოლიციამ ისრაელის მოსადის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა. რეიდები 8 პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და მათზე თავდასხმა იყო.
გასულ თვეს თურქეთმა, ისრაელი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი შეეცდებოდა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები “ჰამასის” წევრების დევნას.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ გინდა მოერიო ამ ხალხს, რაც არ უნდა ფული დახარჯო და მოისყიდო უსამშობლო ადამიანები – გამოჩნდა ერთი ქართველი, რომლის უდიდესი ძალისხმევით ჩვენი სამშობლო გადაურჩა იმ გამოწვევებს, რაც დღეს მსოფლიოშია

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!