„ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრები რომის პაპს შეხვდებიან

„ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები რომის პაპს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული და ამჟამად ღაზაში დაკავებული 12 მძევლის ოჯახის წევრები რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში შეხვდებიან.
საერთო ჯამში, „ჰამასის“ მძევლების ოჯახების 20 წევრი რომის პაპთან ვიზიტის შემდეგ იტალიის მთავრობის მაღალჩინოსნებსაც შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში დაახლოებით 240 მძევალი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს