“ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი კიდევ ერთი პირის დაღუპვა დადასტურდა | BBC

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტანზანიის მთავრობამ “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი ტანზანიელი სტუდენტის დაღუპვა დაადასტურა.

კლემენს ფელიქს მთენგა იყო ერთ-ერთი იმ ორი ტანზანიელიდან, რომელიც 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად აიყვანა. როგორ დაიღუპა 22 წლის მძევალი, ჯერჯერობით უცნობია.
ტანზანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მძევლის ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მუშაობენ იმისთვის, რომ მისი ცხედარი სახლში გადაასვენონ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, საპასუხო დარტყმებს ღაზაში 12 00-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.