„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები ისრაელში იმყოფებიან – მედია

„ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები ისრაელში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გათავისუფლებულ მძევლებს პირველადი სამედიცინო შემოწმება ეგვიპტეში ჩაუტარდათ და უკვე შემდეგ გადაიყვანეს ისრაელის საავადმყოფოში, სადაც ისინი ახლობლებთან შეხვედრას შეძლებენ. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, ელი ბინის თქმით, წითელი ჯვრის ინფორმაციით, გათავისუფლებული პირები ჯანმრთელად გამოიყურებიან.
გათავისუფლებულ მძევლებს შორის არის ორი 70 წელს გადაცილებული ქალი.
ცნობისთვის, კატარის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასმა” გაათავისუფლა 13 ისრაელელი, 10 ტაილანდელი და ფილიპინების ერთი მოქალაქე.
შეთანხმების მიხედვით, ახლა ისრაელს აქვს ორი საათი, რათა გაათავისუფლოს 39 პალესტინელი.
ისრაელსა და „ჰამასს” შორის შეთანხმების შუამავალი კატარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება