„ჰამასის“ ლიდერი – მტერმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია

მტერმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ომში ისრაელს სამი ძირითადი მიზანი აქვს: პალესტინის წინააღმდეგობის აღმოფხვრა, ანკლავში მყოფი ტყვეების გათავისუფლება და ღაზაში მყოფი პალესტინელების გადასახლება.
„ჰამასის“ ლიდერმა მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ პალესტინელებს იარაღი მიაწოდონ.
„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ს ოკუპაციას იარაღით ამარაგებენ. დადგა დრო მუსლიმურმა სახელმწიფოებმა წინააღმდეგობას მხარი იარაღით დაუჭირონ, რადგან ეს მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა არ არის“, – განაცხადა ჰანიამ.