ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდნენ

ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ.
ისმაილ ჰანია ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების უმაღლესი ლიდერია, რომელიც კატარში ცხოვრობს, თუმცა რეგიონში ხშირად მოგზაურობს.
რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფი ჰანიას კადრები ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა:
Hamas Chief Ismail Haniyeh attends the funeral procession of martyr President Ebrahim #Raisi and his entourage in Tehran. pic.twitter.com/RBQwDniFCf— IRNA News Agency (@IrnaEnglish) May 22, 2024
ირანის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ ცნობების დადასტურების შემდეგ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რაისი “ღირსეულ მხარდამჭერად” მოიხსენია.
20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.