ჰავაიში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს გაცდა და წყალში ჩავარდა

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი ჰავაის კუნძულ ოაჰუზე მდებარე საზღვაო ქვეითების ბაზაზე დაჯდომის მცდელობის დროს ასაფრენ ბილიკს გაცდა და ყურეში ჩავარდა. ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან ყველა უვნებელი გადარჩა.
ამინდის ეროვნული სამსახურის თქმით, ინციდენტის დროს ხილვადობა იყო შემცირებული, ხოლო ქარის სიჩქარე 33 კმ/სთ-ს აღემატებოდა.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ბოინგ P-8A Poseidon-ი, რომელიც საზღვაო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენება, სტანდარტულ საწვრთნელ მისიას ასრულებდა.