ჰაერში საშიში ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ კიევში ხელისუფლება მეორე დღეა აფრთხილებს მოსახლეობას

მაღალი ტემპერატურის გამო, კიევში საშიში ნივთიერებების კონცენტრაცია სამშაბათს მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს მიაღწევს.

„2 ივლისს, დღის განმავლობაში, დედაქალაქში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია მიაღწევს მაქსიმალურ დასაშვებ დონეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, – ნათქვამია ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს კიევში ტემპერატურა +32°-ს მიაღწევს. როგორც გამოცემა “უკრაინსკა პრავდა” წერს, ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, არ გაატარონ ბევრი დრო მზეზე, უფრო ხშირად სვან წყალი და ჩაატარონ შენობების სველი წმენდა.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, კიევში გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება – “უკრენერგო” მოსახლეობას დენის ყაირათიანად ხარჯვისკენ მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნების” დასანქცირებული ლიდერების ვინაობა იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა – ვინმეს მხრიდან ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, არის უბრალოდ სპეკულაცია