“ჰაბს არ ქმნის აეროპორტი, ჰაბს ქმნის ავიაკომპანია”, – ამის შესახებ ავიაციის ექსპერტმა, ირაკლი ნასიძემ “საქმის კურსთან” განაცხადა. მთავრობის გეგმა, ახალი აეროპორტი ააშენოს, ექსპერტმა შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე არცერთი ავიაკომპანია არ ფუნქციონირებს, რომელიც ჰაბურ სისტემას შექმნის.
“დღესდღეობით საქართველოში არცერთი ავიაკომპანია არ არის, რომელიც ჰაბურ სისტემას შექმნის. თუნდაც რეგიონალური მასშტაბის ჰაბზე რომ ილაპარაკო, ამის რეალური სურათი დღესდღეობით საქართველოში არ არის. მხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნით ან ახალი აეროპორტის აშენებით არ მგონია, ჰაბი გავხდეთ”, – აცხადებს ირაკლის ნასიძე.
