ჰააგის სასამართომ ორი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ში ომის დანაშაულებების ჩადენაში ეჭვმიტანილი რუსი მთავარსარდლების, სერგეი კობილაშისა და ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაცია სასამართლოს მიერ სამშაბათს გავრცელდა.
სასამართლოს განცხადებით, რომელსაც ხშირად ჰააგის სასამართოდ მოიხსენიებენ, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ორი სამხედრო მაღალჩინოსანი პასუხისმგებელნი იყვნენ „მათთვის დაქვემდებარებული ძალების მიერ, უკრაინის ელექტრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან, 2023 წლის 9 მარტამდე“.
ეს უკრაინის ომთან დაკავშირებული რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის მეორე ტალღაა.
ს თავდაცვის სამინისტროს “როიტერის” კომანტარის თხოვნაზე ამ დროისთვის არ უპასუხია. გასული წლის მარტში, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხებში რუსეთის კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებული ომის დანაშაულის ბრალდებით.
მოსკოვი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენას უარყოფს და სასამართლოს გადაწყვეტილებას, რუსეთის დისკრედიტაციის მიზნით, დასავლეთის მიკერძოებული კამპანიის ნაწილად აფასებს. რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ასეთ ორდერებს მცირე გავლენა აქვს რეალურ სამყაროზე, რადგან მოსკოვი არ არის სასამართლოს წევრი და არც სხვა დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა შეერთებული შტატები და ჩინეთი.
58 წლის კობილაში, სავარაუდო დანაშაულის დროს, რუსეთის საჰაერო ძალების შორი მანძილის ავიაციის მეთაური იყო. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული დარტყმები ქალაქ მარიუპოლის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე მისი მეთაურობით განხორციელდა.
სოკოლოვი, 61 წლისაა. ის რუსეთის საზღვაო ფლოტის ადმირალი იყო და შავი ზღვის ფლოტს იმ პერიოდში მეთაურობდა, რომელიც ჰააგის სასამართოს ბრალდებაშია განხილული.
უკრაინის პრეზიდენტი დაკავების ორდერების გაცემას მიესალმა.
„ყველა რუსმა სარდალმა, რომელიც უკრაინელ სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ბრძანებას გასცემს, უნდა იცოდეს, რომ სამართლიანობა აღსრულდება. ასეთი დანაშაულის ყველა ჩამდენმა უნდა იცოდეს, რომ პასუხისგებაში მიეცემა “, – თქვა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ