ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ
“კარიმ ხანის მტკიცებით, მასზე გავიდა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ “ჰააგის სასამართლო იყო შექმნილი აფრიკის კონტინენტისთვის და ისეთი ჯალათებისთვის, როგორიც პუტინია, და არა დასავლეთისა თუ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ”. – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერისგან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ქართველიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ეს სიტყვები რა კონტექსტში იყო ნათქვამი, მაგრამ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე რომ ღიად გადავიდნენ, ამაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორი ქარიმ ხანი ღიად აცხადებს.
“მე არ ვიცი, რა კონტექსტში იქნა მოყვანილი ს პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის მაგალითი ირაკლი კობახიძისა და ოლივერ ვარჰეის სატელეფონო საუბრისას. არც სლოვაკეთში არსებული რაიმე კატასტროფული პოლარიზაციის შესახებ მსმენია, რომელსაც შეეძლო ამ საბედისწერო თავდასხმის ტრიგერი გამხდარიყო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვარჰეის მხრიდან ეს მეგობრული რჩევა ყოფილიყო.
თუმცა ჩვენი ასეთი “მეგობრების” ესოდენ მრავალფეროვან გარემოცვაში, ჩვენ არანაირი მტერი აღარ გვჭირდება და ვეღარც შეგვაშინებს. ის, რომ ევროპის შუაგულში პოლიტიკურ ტერორზე ღიად გადავიდნენ, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ღიად განაცხადა. მას შემდეგ, რაც მისი შუამდგომლობით სასამართლომ დაიწყო ს პრემიერზე, მის თავდაცვის მინისტრზე და ჰამასის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერების გაცემის პროცედურის ამოქმედება, მისი მისამართით არ წყდება ღია მუქარის ზარები.
კარიმ ხანის მტკიცებით, მასზე გავიდა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომლებმაც ერთხმად განაცხადეს, რომ “ჰააგის სასამართლო იყო შექმნილი აფრიკის კონტინენტისთვის და ისეთი ჯალათებისთვის, როგორიც პუტინია, და არა დასავლეთისა თუ მისი მოკავშირეების წინააღმდეგ”. ამჟამად კი კარიმ ხანი ელოდება საკუთარი თავის მიმართ მხოლოდ ამ მუქარების პრაქტიკული განხორციელების ფორმას. და ეს ხდება “ცივილიზაციის აკვანში”, “სანიმუშო დემოკრატიისა” და “უნაკლო მართლმსაჯულების” მსოფლიო ცენტრში.” – წერს ქართველიშვილი.
Next: საქართველოში მოქმედო მეხუთე კოლონავ და მათო მსახურო ენჯეოებო “ტერორისტული დემოკრატია” ყვავის თქვენსავე “დემოკრატიის მექად” წარმოჩენილ ქვეყნებსა და საერთაშორისო გაერთიანებებში

ასევე დაგაინტერესებთ