ჰააგის პროკურორი ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გამოცემას ითხოვს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი ს პრემიერ-მინისტრ სა და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერებზე დაკავების ორდერის გამოცემას ითხოვს.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის კარიმ ხანის განცხადებით ყველა პირი, მათ შორის ბენიამინ ნეთანიაჰუ ატარებს პასუხისმგებლობას ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სულ მცირე 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების ორდერის გამოცემა ასევე მოითხოვა ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ჰამასის პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიასა და მის სამხედრო მაღალჩინოსან მუჰამედ დაიფის წინააღმდეგ.
როგორც CNN წერს, კარიმ ხანის მოთხოვნაზე ახლა ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, თუმცა მისი იურისდიქცია ვრცელდება ღაზის სექტორსა და აღმოსავლეთ იერუსალიმზე ისევე, როგორც დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ, რაც პალესტინელი ლიდერები ფორმალურად დათანხმდნენ სასამართლოს პრინციპებს 2015 წელს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებდა ისრაელისა და ჰამასის ქმედებებს გასული სამი წლის განმავლობაში.