ჯუღელი მანას შეხვდა – “ტუტოსპორტი” “კვარას” ახალი კონტრაქტის დეტალებს ახმოვანებს

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დღეს მილანში ს აგენტი მამუკა ჯუღელი “ნაპოლის” სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდა.
“ტუტოსპორტი” იტყობინება, რომ კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, წლიურ გასამრჯელოს 5.5 მილიონ ევრომდე მოუმატებენ და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი – 130 მილიონი.
გამოცემა წერს, რომ ხვიჩას ტრანსფერში პსჟ-ის მიერ შეთავაზებული 110 მილიონი “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველს გუნდის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს.
სერია A 17 აგვისტოს აიღებს სტარტს – პირველ ტურში “ნაპოლი” გასვლაზე “ვერონას” დაუპირისპირდება.