ჯუნტოლის “მარადონაზე” შეურაცხყოფა მიაყენეს – თავდასხმისგან ის პოლიციამ იხსნა [VIDEO]

კრისტიან ჯუნტოლიმ ზაფხულში “ნაპოლის” სპორტული დირექტორის პოსტი დატოვა და “იუვენტუსში” ანალოგიური თანამდებობა დაიკავა. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ ჯუნტოლიომ კი არა, მისმა შვილმა ედუმ აღმოაჩინა. მისი თქმით, არ იცოდა, თუ კრისტიანი “იუვენტინო” იყო, თორემ აუცილებლად გააგდებდა სამსახურიდან.
ჯუნტოლი “იუვეს” “ნაპოლისთან” მატჩზე ჩაჰყვა და ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. spazionapoli-ის ცნობით, მატჩის დასასრულს, როდესაც ჯაკომო რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და სტადიონის დატოვებისკენ მოუწოდეს. ტიფოზები არასასურველ სტუმარს მიუახლოვდნენ და მოსალოდნელი ინციდენტის თავის ასარიდებლად მათ წინ
პოლიცია აღუდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში