ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარეს

ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. რეზოლუციას 88 დეპუტატმა 20-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. კიდევ 20-მა ევროპელმა კანონმდებელმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ინფორმაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ასანჟის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან. კომიტეტმა ასევე ღრმა მწუხარება გამოთქვა ჟულიან ასანჟის მიმართ საპატიმროში გამოყენებული არაპროპორციული სასტიკი მოპყრობის გამო. “ვიკილიქსის” დამფუძნებელი, -ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გავრცელების ბრალდებით, სასჯელს ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანეთში მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იხდიდა.