ჯუთაში გზა ჩამოიშალა

ჯუთაში გზა ჩამოიშალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის დაზიანება გამოწვეულია ისტორიული მეწყრის გააქტიურებით, რომელიც მიმდინარე წლის აპრილიდან დინამიკაშია.
როგორც დეპარტამენტი განმარტავს, გზის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია.
💭 „აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება აკრძალულია 2022 წლის ივნისიდან.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამ ეტაპზე, მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას.
პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია.
ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: ჯიმშერ არაბული

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას