ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლოშია – ვინ მისცემს ჩვენებას ექს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ?

საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს მინისტრის პროცესი იწყება – ჯუანშერ ბურჭულაძე საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლო დარბაზში უკვე მიიყვანა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკუთარი მოწმეები – პირები, რომლებიც, ბრალდების ვერსიით, დაადასტურებენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ბურჭულაძეს ედება ბრალად. მოწმეების ვინაობა ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.

საქმე გადადის არსებითი განხილვის ფაზაში. რას იტყვიან მოწმეები, ცნობილი ცოტა ხანში გახდება.

სამი მოწმე გვეყოლებაო, უბრალოდ, არ ვიცი მათი ვონაობა ჯერ. პოზიცია უცვლელია – იგი უდანაშაულოა ამ საქმეში. ყველაფერი წარიმართა კანონიერად, რასაც დაადასტურებს სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები. არაფერი დაუმალავს, ყველაფერი იყო საჯარო. მას და მის ოჯახს ჰქონდა საკმაოდ დიდი შემოსავალი იმ პერიოდამდე, სანამ ის დაკავებდა საჯარო სამსახურში თანამდებობას. ეს დადასტურდება გამოძების დროს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, – ამბობს ინტერესების დამცველი. 

“პირველების” კითხვას, მოითხოვს თუ არა დაცვის მხარე საპროცესო შეთანხმებას, ადვოკატი ასე პასუხობს:

რამდენიმე თვის შემდეგ რა იქნება, ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით მიდის არსებითი განხილვა საქმის, – ამბობს ადვოკატი. 

გამოძიება ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.