ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლოზე ილაპარაკებს – ადვოკატისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა პატიმრობას პროკურატურა

ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლოზე ილაპარაკებს – ამის შესახებ დაკავებული ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ ჟურნალისტებთან მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მისთვის ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე და ასევე უცნობია, მოითხოვს თუ არა სხდომაზე პროკურატურა პატიმრობას.

პატიმრობას ითხოვს თუ არა პროკურატურა არ ვიცით, შუამდგომლობას წარადგენს პროკურატურა სასამართლოში. პროცესი სავარაუდოდ, იქნება დღეს. 24 საათში განიხილავს სასამართლო ამ შუამდგომლობას. პოლციია უცვლელი აქვს, იგი თავს დამნაშავედ არ თვლის რა თქმა უნდა. სასამართლო პროცესზე რა თქმა უნდა აპირებს საუბარს”- განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველს “პრველების” ჟურნალისტმა ჰკითხა, ფიქრობს თუ არა დაკავებული ექს-მინისტრი, რომ აღნიშნულ სამქეზე დაკავებულთა წრე გაიზრდება:

ვერ გეტყვით გაიზრდება თუ არა დაკავებულთა წრე. ესეც რაც გაიზარდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეესაბამება კანონს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა, გამოდის რომ პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას – როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზციას. ხელისუფელბა იტყვის, რომ ებრძვის კორუფციას, ოპოზიცია იტყვის, რომ აგერ, კორუმპირებული ხელისუფლებაა”, – თქვა ადვოკატმა. 

“პირველების” კითხვაზე, რას უპაუხებს ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც ციხიდან ბრძოლას აანონსებს, კალაძე ამბობს, რომ “არაფერს” – “არაფერი, რა უნდა ვუპასუხო”

ჯუანშერ ბურჭულაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება – საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.