თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავების დროს, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა.
მის საცხოვრებელ სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ვიდეო-კადრებში, რომელსაც “პირველების” რედაქცია იღებს, ისმის, სავარაუდოდ, ბრალდებულის ახლობლის ხმა, რომ “ბურჭულაძეს ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული”, თუმცა რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება ბურჭულაძემ მისი ოჯახი არ საუბრობს.
ექს-მინისტრის ადვოკატი “პირველებთან” ადასტურებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე “სახლში ჩვეულებრივი გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო დაზიანება, აქვს ტვინის შერყევა, ჰქონდა წოლითი რეჟიმი”.
მისივე თქმით, ყოფილ მაღალჩინოსანს კლინიკაში გადაიყვანეს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს.
“ქართული ოცნების” ყოფილი მინისტრი დაკავებულია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.