ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან, გენერალ იაშარ გიულერთან გამართა.
„კოლეგასთან საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც.
სამმხრივ მინისტერიალს ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…