ჯო უისლონი – სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციელებს

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი იკვეხნის საკუთარი პროპაგანდისტული სადგურით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ „ინვესტიციებს“ ცდილობს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი განცხადებით, ჩინეთი ცდილობს, აშშ-ს „შუა დერეფანი“ გამოუკეტოს.
„სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციებს!“- წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)