ჯო უილსონმა და “ოცნების” დელეგაციამ OSCE PA-ზე კრიტიკული განცხადებები გაცვალეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) სამი გენერალური კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რესპუბლიკელმა სენატორმა შეერთებული შტატებიდან ჯო უილსონმა არალეგიტიმური უწოდა “ქართული ოცნების” დელეგაციას, რომელმაც, თავის მხრივ, ის დაადანაშაულა ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ იდენტური გზავნილების გახმიანებაში.
ჯო უილსონმა ისაუბრა დემოკრატიულ უკუსვლაზე ეუთოს ქვეყნებში და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს.
„დე ფაქტო ქართული ოცნების რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარების შესახებ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან, სანამ ისინი არ შეასრულებენ მოთხოვნებს. დღევანდელი ქართული ოცნების დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. უნდა ვიმოქმედოთ“, — განაცხადა უილსონმა.
უილსონმა თქვა, რომ ს ომი ში, ისევე როგორც მანამდე საქართველოში და საქართველოში „არჩევნების მოპარვა“ არის საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმის ნაწილი.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში არსებული სიტუაციით. ჩვენ ვგმობთ სასტიკი ძალის გამოყენებას პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მიერ საქართველოში მომიტინგეების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ“, — განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა სივ მოსლეტმა ნორვეგიიდან.
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და ევროპელი კოლეგები გააკრიტიკა.
„შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა არ დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება. უფრო ფართო კონტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მსგავსი მიდგომით ჩნდება განცდა, რომ არც ეუთო-ს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის დასრულება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძემ მიმართა ჯო უილსონს, გულწრფელი რომ ყოფილიყო თავის მიმართვაში, დაგმობდა ე.წ. არჩევნებს.
სამხარაძემ ასევე თქვა, რომ საქართველოში არჩევნები პლურალისტურ გარემოში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და „ყველა წინა არჩევნებზე უკეთ იყო ორგანიზებული“.
„ზოგიერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა თუ ოფიციალურმა პირმა, ბატონი უილსონის ჩათვლით, გადაწყვიტა, არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები და ცდილობდნენ გაევრცელებინათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ისიც კი თქვა, რომ ეუთო/ოდირი იყო იმ რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს ეუთო-ს რეპუტაციის შელახვას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა ეუთო/ოდირის მისიაზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და რომლის მიზანიც იყო საბოლოო ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენა. მინდა მოგიწოდოთ, პატივი სცეთ ქართველი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
“ოცნების” დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე. მახაშვილმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთთან კონფლიქტიდან და მიმდინარე ოკუპაციიდან საქართველომ ისწავლა, რომ „გეოპოლიტიკური მიწისძვრისგან“ გადარჩენის ერთადერთი გზა პრაგმატული მოქმედება იყო. მახაშვილმა თქვა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებას და საგარეო ჩარევას ადგილი ჰქონდა მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ამავდროულად, მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებები რუსულ ჩარევაზე დაუსაბუთებელია და მიუღებელია პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაცია.
„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ბატონი უილსონის განცხადებები ძალიან ჰგავდა საქართველოს რადიკალური ოპოზიციისას, თითქოს ერთი და იგივე ხელიდან არის დაწერილი. ეს იგივე ოპოზიციაა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთს დაუთმო და მართავდა ავტორიტარული მეთოდებით. სად ისმოდა ეს ხმები, როდესაც ჩვენ რუსეთის აგრესიას ვუპირისპირდებოდით?“ — თქვა მაია ბითაძემ.