ჯო უილსონი – ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები

ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს ს ცრუ “ელჩთან” შეხვედრები. ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
აღნიშნული განცხადებით უილსონი სირიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მინისტრ, მარვან ალ-ჰალაბისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ელჩს”, მოჰამედ ჯალილოვიჩ ალის შორის რამდენი კვირის წინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
“მანამ, სანამ ომის დამნაშავე პუტინი ალეპოს გაანადგურებდა, ის უკანონოდ შეიჭრა და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, რითაც ქვეყანა გაყო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცრუ “მთავრობები” შექმნა, რომლებიც აღიარა მხოლოდ პუტინმა, სასტიკმა ასადმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ.
ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები,” – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს