ჯო უილსონი – „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, აშშ-ს კი ბლოკავს – ტრამპი არ მოტყუვდება

„ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, -ს ბლოკავს, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„არალეგიტიმური „ქართული კოშმარის“ რეჟიმი აშშ-ს მოთხოვნებს უყენებს მაშინაც კი, როდესაც ის მრავალმილიონიანი კონტრაქტებით „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მის ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ანიჭებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, , „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს“, – წერს ჯო უილსონი.