ჯო უილსონი – ქართველ ხალხს ამერიკა და პრეზიდენტი უყვარს – ამერიკა მათ გვერდით უნდა დადგეს

ქართველ ხალხს ამერიკა და პრეზიდენტი უყვარს, – ამის შესახებ -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ისინი საპროტესტო აქციებს აწყობენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, პოტენციური დიქტატორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს ესხმის და მათ ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმზე ჰყიდის. ამერიკა მათ გვერდით უნდა დადგეს“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.