ჯო უილსონი – პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , – ასე ეხმაურება -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს -ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.
“ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:
ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;
პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;
ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;
ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;
ოპოზიცია აკრძალა;
უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.
პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა”, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“