ჯო უილსონი – ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა – ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ

ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა ციხეში უბრალოდ იმისთვის, რომ თავისი ქვეყნისთვის თავისუფალი მომავალი სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, – წერს უილსონი.