ჯო უილსონი – თუ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანის და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე იმყოფებით, ჩამოსვლის დროა – ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება, როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით

თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და სკენ მიმავალ მატერებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა , – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატერებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არა ფული, არა მგზავრობა!“, – წერს ჯო უილსონი.