ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი ს გზით, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეუთოს/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია.
„საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი: დე ფაქტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური.
პრეზიდენტი ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა.
ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის