ჯო უილსონი, ეს კლოუნი სერიოზულად აღსაქმელი არ არის – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ს ოჯახი აშშ-ის მტრებისთვის საქართველოს მიყიდვას უწყობს ხელს. ქადაგიძე ჯო უილსონს კლოუნს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის სერიოზულად აღსაქმელი არ არის.
მისივე თქმით, უილსონი “დიფ სთეითმა” პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყო და ამხელა ქვეყნის დეპუტატს სხვა საქმე არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ სიცრუე გაავრცელოს. „გასაგებია, რომ ეს კლოუნი სერიოზულად აღსაქმელი არ არის, მაგრამ ყველანი ვხვდებით, რომ ამ ტექსტებს უილსონი თავისით არ წერს.
“დიფ სთეითმა” ის პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყო და ამხელა ქვეყნის დეპუტატს სხვა საქმე არაფერი აქვს გარდა იმისა, რომ სიცრუე გაავრცელოს. საქართველოში არავის სჭირდება შეხსენება იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ჩვენი ქვეყნის ყველა სფეროს განვითარებას შეუწყო ხელი და უდიდესი რესურსი ჩადო, მაგრამ ამ კლოუნის პატრონებს მინდა ვუთხრა – რომ ჩვენი ქვეყნისთვის თავგადადებული ადამიანის ლანძღვით საბოლოოდ აზიზღებთ ქართველ ხალხს ამერიკას და ამერიკელებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში