ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ, ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!, – ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) ევროპარლამენტის მიერ “საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ” მიღებულ რეზოლუციას.
“მადლობელი ვარ ევროპარლამენტის უკიდურესად ძლიერი რეზოლუციის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რომელიც დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული. ის შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ. ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!” – წერს უილსონი.
