ჯო უილსონი: ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, ს და ქართველი ხალხის გვერდით

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.
საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე უილსონი წერს რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, ს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მატიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე.
“სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს” – წერს კონგრესმენი.
ამერიკელი კონგრესმენის ამ განცხადებას წინ უძღოდა განცხადება იმის შესახებ, რომ მომდევნო კვირაში წარადგენს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს -ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი “, მანამდე კი ზურაბიშვილი ს ინაუგურაციაზე დაპატიჟეს.
სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ აპირებს თქვას, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ.
ს ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში იმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე -მ ს წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ გაუსწრო, ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯო უილსონის ტვიტებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა.
აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორმა ფაქტობრივად შექმნა მოლოდინი რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც აშშ მიიღებდა.