ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან

ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან
მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთავენ იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს -ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულობებს იღებს და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის.
„კონგრესმენი ჯო უილსონი ფულის სანაცვლოდ მისთვის სინამდვილეში უინტერესო ქვეყანაზე, საქართველოზე შეკვეთილი შინაარსით საუბრობს და ოპოზიციისათვის საჭირო პოლიტიკურ კონტენტს ქმნის. “ქართულ ოცნების” მიმართ მისი კრიტიკა უარგუმენტოა და ის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” და მათი რუპორი ტელევიზიებისთვისაა საჭიროც და ავტორიტეტიც. მთავარია გადაუხადონ და მას რასაც შეუკვეთავენ იმას დაწერს და იმას იტყვის. ამას მოწმობს -ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია რომელიც ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიიდან კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ შემოწირულობებს იღებს და სწორედ ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადებები. გულწრფელი გულშემატკივრობა ქართული სახელმწიფოსადმი თუ მხოლოდ ფული?! რა თქმა უნდა მხოლოდ ფული! ჯო უილსონის სახელი დიდი ხანია ასოცირდება არასანდო ფულზე გაყიდულ ფიგურასთან და ოპოზიციას ვთხოვ მისგან ქართულ სახელმწიფოზე შეყვარებული კაცის ხატს ნუ ქმნის.“ – წერს მეგრელიშვილი.
Next: სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და “სახრავი ძვალი” არ მიეგდოთ კონგრესმენი უილსონისთვისაც – აშშ-ში “ნაცების” $360-ათასიანი კონტრაქტი დაფიქსირდა

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია