ჯო უილსონის თქმით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სთხოვა

რესპუბლიკელი კონგრესმენი, “მეგობარი აქტის” ერთ-ერთი ინიციატორი, ჯო უილსონი წერს, რომ სირიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰასან ალ შიბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სთხოვა. უილსონის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს 2025 წლის თებერვალში შეხვდნენ.
“მადლიერი ვარ, რომ თებერვალში მქონდა შესაძლებლობა, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, შიბანისთვის მეთხოვა, შეცვალონ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება და სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიარონ. ამ მარტივი ნაბიჯს შეუძლია გამოხატოს სირიის ახალი გზის სიძლიერე და მტკიცე ერთგულება”, – წერს უილსონი.
I was grateful to ask FM Shibani in February to reverse the Assad regime’s wrongful decision and have Syria recognize South Ossetia and Abkhazia as the sovereign territory of the country of Georgia. This simple step would show deep strength and commitment to Syria’s new path. — Joe Wilson (@RepJoeWilson) May 16, 2025

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს, ღირებულებებს და ვიზრუნოთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს