ჯო ბაიდენსა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წითელი ზღვის, ღაზის სექტორისა და უკრაინის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ავრცელებს.
„მათ იმის შესახებ ისაუბრეს, რაც წითელ ზღვაში ხდება და „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დარღვევისა და დაქვეითების მიზნით საერთაშორისო მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობა განიხილეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჯონ კირბის ცნობით, ბაიდენმა და სუნაკმა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის შემცირებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ასევე, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელი საჭიროების შესახებაც ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა