ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა და უკრაინის დახმარების გზების შესახებ ისაუბრა.
ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან საუბრისას ჯო ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი.
„წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ფედერალური დეფიციტის ფუნდამენტურად შემცირებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის ს იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!