ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ასევე, განიხილეს “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი მძევლების საკითხი და მათი გათავისუფლების მნიშვნელობა.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ისრაელ-“ჰამასის” ომის მიზნებსა და ეტაპებზე ისაუბრეს.
“ლიდერებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მისი მიზნები და ეტაპები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების მხარდამჭერთა დაცვის აუცილებლობასა და ასევე, საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ გადაადგილების აუცილებლობას,” – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯო ბაიდენმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია და ეს იყო პირადი საუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა