ჯო ბაიდენმა და მ ისრაელ-ჰამასის ომის მიზნებსა და ეტაპებზე ისაუბრეს

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ს პრემიერ-მინისტრმა, მ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ისრაელ-ჰამასის ომის მიზნებსა და ეტაპებზე ისაუბრეს.
„ლიდერებმა განიხილეს ს სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მისი მიზნები და ეტაპები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების მხარდამჭერთა, დაცვის აუცილებლობას და ასევე საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ გადაადგილების აუცილებლობას“ , – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ორმა ლიდერმა ასევე განიხილა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების საკითხი და მათი გათავისუფლების მნიშვნელოვნება.
ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია.
„დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა ნეთანიაჰუსთან და ეს იყო პირადი საუბარი. ცეცხლის შეწყვეტა არ მომითხოვია“, – აღნიშნა ბაიდენმა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა