ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ ღაზაში ახალი გადასასვლელი პუნქტების გახსნის საკითხი განიხილეს

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ს პრემიერ-მინისტრმა, მ ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ერთგულება. მათ ასევე განიხილეს მიმდინარე მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
„პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის საკითხი, მათ შორის ამ კვირიდან ჩრდილოეთის ახალი გადასასვლელების გახსნის მომზადების გზით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ პროგრესის შენარჩუნებისა და გაძლიერების აუცილებლობას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან სრული კოორდინაციით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში.
მათივე ცნობით, ლიდერებმა განიხილეს რაფაჰის საკითხიც და პრეზიდენტმა თავისი მკაფიო პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ