ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას

91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, იძულებითი და წინასწარგანზრახული შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის, ს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
„ჩვენ იმ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ვიხსენებთ, რომლებიც ჰოლოდომორის დროს დაიღუპნენ. ასევე, ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორს გადარჩენილებსა და მათ შთამომავლებს, რომლებმაც სტალინის მცდელობების მიუხედავად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ააშენეს“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ამ დღეს უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და აწმყოში თქვენს გვერდით დგას. ამ დღეს, უკრაინის მიერ თავისუფლების დაცვის, სამართლიანობისკენ და ევროატლანტიკური მომავლისკენ მისი სწრაფვის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. უკრაინელი ხალხის სიძლიერე და სიმამაცე გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები