ჯო ბაიდენი წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

წარმომადგენელთა პალატას უკრაინისა და სთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოვუწოდებ. ამის შესახებ -ის პრეზიდენტის ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბაიდენი მიესალმა კონგრესის ზედა პალატის, სენატის მიერ დღეს 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც მოიცავს 60 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, და დაახლოებით 14 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის.
ძალაში შესასვლელად აღნიშნული დახმარების პაკეტი კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაშიც უნდა მიიღონ.
“მივესალმები სენატორების ორპარტიულ კოალიციას და წარმომადგენელთა პალატას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი [დახმარების პაკეტის] განხილვა.
წარმომადგენელთა პალატამ ზომები უნდა მიიღოს და დაუყოვნებლივ გამოაგზავნოს ეს ორპარტიული კანონპროექტი ჩემთან დასამტკიცებლად”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ