– ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე გაერო-ში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მუშაობს იმის თაობაზე, დაუჭიროს თუ არა მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს, რათა ანკლავში უფრო მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.
კითხვაზე, როდის უნდა გადავიდეს ისრაელი „ჰამასთან“ ომის ნაკლებად ინტენსიურ ფაზაზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ გაერო-ში ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ ახლა გაერო-ში ვსაუბრობთ რეზოლუციის კონტურებზე. რეზოლუციის, რომელზედაც შეიძლება შევთანხმდეთ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. სიამოვნებით გაგესაუბრებით დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ, დღეისთვის გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ქვარცხავა: ჩვენი მიზანია ადვოკატთა ასოციაციის სისტემური ტრანსფორმაცია, რათა შევქმნათ გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიალურად და არა ერთპიროვნულად