ჯო ბაიდენი – უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული

ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები ისე დაიწყო, სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, არ განუხილავთ.
წარმომადგენელთა პალატის მიმართ კრიტიკული განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმაც გააკეთა.
მისივე თქმით, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელსაც ის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს.
შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, სა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს