ჯო ბაიდენი – მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი – არ მივდივარ, კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები

ნება მომეცით ვთქვა ეს რაც შეიძლება ნათლად და მარტივად: კენჭს ვიყრი, რბოლაში ბოლომდე ვრჩები, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა ლანჩი გამართეს, იმ ფონზე, როცა გაჩნდა სპეკულაციები : ჩაანაცვლებს თუ არა მას ჰარისი პარტიის კანდიდატად ნოემბრის არჩევნებში.
ამის შემდეგ წყვილმა სატელეფონო საუბარი გამართა „დემოკრატებთან“, სადაც ბაიდენმა ცხადყო, რომ არჩევნებს არ ეთიშება.
„მე ვარ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი. ვერავინ გამაგდებს. არ მივდივარ“, – ციტირებს BBC-ი ბაიდენს.
კითხვები იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა 81 წლის საარჩევნო კამპანიას, ყოფილ პრეზიდენტთან და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელევიზიო დებატების შემდეგ გაჩნდა. დებატების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ წრეებში გაჩნდა შეშფოთება, რამდენად შეესაბამება ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს და აქვს თუ არა მას არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა.