კონგრესს მოუწოდებს, 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება

-ის პრეზიდენტი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ს ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოყვა.
„ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც ს გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ წელს სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, ჩვენ ვერ შევძლებთ იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო სისტემების გაგზავნას, რომლებიც ს საკუთარი ერის დასაცავად სჭირდება. კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს,” – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის ფსონები უკრაინას სცდება და ნატოს მთლიან ალიანსს, ევროპისა და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უსაფრთხოებას ეხება, ვინაიდან ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, არამედ ნატოში აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირესაც ემუქრება.
„როდესაც დიქტატორებსა და ავტოკრატებს უხეში ქმედებების უფლება ეძლევათ, იზრდება იმის რისკი, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ იქნება ჩართული და შედეგები მთელს მსოფლიოში ისმის. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.