ჯო ბაიდენი – ისტორია უყურებს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში ჩავარდნა არასდროს იქნება დავიწყებული – დროა, ნაბიჯი გადადგან, იმის ნაცვლად, რომ ორი კვირით არდადეგებზე გავიდნენ

ისტორია წარმომადგენელთა პალატის წევრებს უყურებს, უკრაინის მხარდაჭერაში ჩავარდნა არასდროს არ იქნება დავიწყებული, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ტრაგედია ამ მომენტის ფსონებს გვახსენებს. დაფინანსება უნდა უზრუნველვყოთ, რათა მ შეძლოს თავდაცვის გაგრძელება პუტინის სასტიკი ხოცვა-ჟლეტისა და ომის დანაშაულების წინააღმდეგ.
სენატის ორპარტიული კენჭისყრა იყო, რომელიც დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ისტორია გვიყურებს. ისტორია უყურებს წარმომადგენელთა პალატის წევრებს. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში ჩავარდნა არასდროს იქნება დავიწყებული, ისტორიის ფურცლებზე დაიწერება, ამას შედეგები მოყვება. და დრო მიდის…
დროა ნაბიჯი გადადგან, იმის ნაცვლად, რომ ორი კვირით არდადეგებზე გავიდნენ. ორი კვირით! მიდიან. ორი კვირით! რას ფიქრობენ? ღმერთო, ეს საოცარია. და ეს კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას, ნამდვილ შეშფოთებას და თითქმის პანიკას, რომ აშშ-ს შეუძლია სანდო მოკავშირე იყოს. ეს აღმაშფოთებელია,” – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ