ჯო ბაიდენი – ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია

-ის პრეზიდენტი, ისრაელს, ირანის მხრიდან თავდასხმის შიშის ფონზე, მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება.
ბაიდენის თქმით, ირანი ს მიერ სირიაში, ირანის საკონსულოზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ იმუქრება, რომ „მნიშვნელოვან დარტყმას“ განახორციელებს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ვუთხარი, ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია – ნება მომეცით კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.