– თუ ს დაიპყრობს, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და აშშ-ის ევროპელი მეგობრები მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა განაგრძონ.
მისი თქმით, თუ ს დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ.
“ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ვინ არის შეერთებულ შტატებში მზად, რომ უარი თქვას ამაზე? გეუბნებით, მე არ ვარ მზად და არ მგონია, ამერიკელი ხალხიც მზად იყოს. თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედვა. ის აპირებს გააგრძელოს. მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს – თუ ის გააგრძელებს და შემდეგ თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს – ჩვენ, როგორც ნატო-ს წევრი, ვალდებული ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი დუიმი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ ვისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამერიკული ჯარები იბრძოლებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს